წესი, რომელიც 1-ლი აგვისტოდან რძის პროდუქტების მწარმოებლებმა უნდა დაიცვან

1-ლი აგვისტოდან რძის ტექნიკური რეგლამენტი სრულად ამოქმედდება და მცენარეული ცხიმის შემცველ ნაწარმზე რძის პროდუქციის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება აიკრძალება. რძის შემცვლელი პროდუქციის დასახელებაში მწარმოებლები რძისა და რძის ნაწარმის დასახელებას სიტყვა "მსგავს" და "ებრ"-თან ერთად ვეღარ გამოიყენებენ. რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის 1-ელ აგვისტოს შევიდა, თუმცა, მწარმოებლებს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი დაუდგინდათ, რაც ეტიკეტზე რძის ნაწარმის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენებას ითვალისწინებდა. როგორც სურსათის ეროვნულ საგენტოში აცხადებენ, ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ სამომხმარებლო ბაზარზე ვითარება გაუმჯობესდა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე