დრიმლენდ ოაზისი ჩაქვში - 80 000 მ2 ოცნების მიწა

გიფიქრიათ როგორ გამოიყურება თქვენი ოცნების სახლი? მე მიფიქრია - ზღვის სანაპიროზე, თან სიმწვანეში ჩაფლული, დიდი ტერასებითა და ლამაზი ხედებით.

სრული იდილიისთვის დიდი აუზიც არ იქნებოდა ურიგო, ბავშვებისთვის გასართობი ზონები, ჯანსაღი საკვები, სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი მოედნები, სპა და რაც მთავარია, დაცული, უსაფრთხო გარემო. კითხულობთ და ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი „ფანტასტიკის სფეროდანაა“, ყველაფერი ერთად არ არსებობს ან კიდევ ძალიან ძვირია? მე ზუსტად ასეთ, ჩემი ოცნების სახლს მივაგენი და მინდა თქვენც გაჩვენოთ.

ჩაქვი ოდითგანვე გამორჩეული ადგილი იყო დასვენებისთვის. არაჩვეულებრივი ხედები ზღვაზე, მტირალას მთაზე და ბათუმზე აქაურ გარემოს დაუვიწყარს ხდის. Dreamland Oasis in Chakvi სწორედ ასეთ ადგილზეა განთავსებული - ზღვის სანაპიროზე და თან მთების გარემოცვაში.

80 000 მ2 ტერიტორიაზე განთავსებული კომპლექსი ცხრა ოთხსართულიან კორპუსსა და 224 პრემიუმ კლასის აპარტამენტს მოიცავს.

კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია, აპარტამენტების მფლობელები უკვე ატარებენ პირველ ზაფხულს თავიანთი ოცნების ბინებში. ინფრასტრუქტურის ნაწილი ასევე დასრულებულია და მობინადრეებისთვის უფასოა. ფასიან სერვისებს კი, აპარტამენტების მფლობელები განსაკუთრებულ ფასად იღებენ. ინფრასტრუქტურაში შედის:

• 3 ღია აუზი

• აკვა პარკი

• ჩოგბურთის, ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნები

• საბავშვო მოედნები ანიმატორებით

• კერძო სანაპირო ზოლი

• ავტოსადგომი

• კაფეები, ბარები, რესტორნები

• ხელოვნური ტბა

• მულტიფუნქციური გასართობი ცენტრი

გარდა იმისა, რომ დრიმლენ ოაზისი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, აპარტამენტებიც განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის ხვდებათ მაცხოვრებლებს.

სასტუმროს ტიპის აპარტამენტებში ყველაფერია თქვენი კომფორტული დასვენებისთვის - მაღალი ხარისხის რემონტი, ტექნიკა, ავეჯი და ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც გაგიმარტივებთ დასასვენებლად წასვლის პროცესს.

რაც მთავარია, აპარტამენტის შეძენა ერთჯერადი ინვესტიცია არ არის, კომპლექსის ადმინისტრაცია დაგეხმარებათ აპარტამენტის გაქირავებაში, რაც თქვენთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება.

აპარტამენტების 70% უკვე გაყიდულია. თქვენი ოცნების ბინა თქვენ გელოდებათ!