მარკ ცუკერბერგი საკუთარ თანამშრომლებს საცხოვრებელს აუშენებს

სოციალური ქსელის Facebook-ის დამაარსებელი და მმართველი მარკ ცუკერბერგი კომპანიის ცენტრალური ოფისის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ბინის პრობლემა აქვთ, საცხოვრებელს აუშენებს.

ცუკერბერკი სახლებს კალიფორნიის ქალაქ მენლო-პარკში ააშენებს, სადაც კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს.

პორტალ Stop-News-ის ცნობით, ჯამში დაგეგმილია 1,5 ათასი ბინის მშენებლობა. რა თანხა დაუჯდება კომპანიას ამ პროექტის განხორციელება ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა სავარაუდოდ, 100 მილიონს გადააჭარბებს. მედიისთვის ჯერ არ არის ცნობილი, ბინებს ცუკერბერგი უსასყიდლოდ გადასცემს თუ მიაქირავებს.

კომპანიის თავკაცის განცხადებით, აშენებული საცხოვრებელი ფართის 15% ქალაქის ხელისუფლებას გადაეცემა.

კოკა კვირკველია