რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ტაქსის მძღოლებს მომავალი წლიდან?

თბილისის მერია ტაქსის სფეროს რეგულირების საკითხზე მუშაობას აგრძელებს. ტაქსის სექტორში დასაქმებულებისთვის პირველადი რეგულაციების ამოქმედება მომავალი წლის შემოდგომიდან იგეგმება. მძღოლებს ნებართვების ასაღებად გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ, მათ შორის, ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასა და მძღოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რეგულაციები გავრცელდება ავტომობილის წლოვანებაზე, ასევე, მის სხვა ტექნიკურ მონაცემებზე. რაც შეეხებათ მძღოლებს, მათ გარკვეული დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ, მათ შორის, ჯანმრთელობასთან, ნასამართლეობასთან და ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე