იტალიაში სურსათის გადაყრას კანონით ებრძვიან

საკვები პროდუქტების გადაყრის შემცირებასთან ბრძოლისთვის იტალაიში ახალი კანონპროექტი მიიღეს.

181 სენატორის მიერ მხარდაჭერილი კანონპორექტი, მიზნად ისახავს ყოველწიურად 1 მილიონ ტონამდე შეამციროს გადაყრილი საკვები პროდუქტების მოცულობა, მაშინ როცა დღეისათვის იტალიაში ყოველწლიურად 5 მილიონი ტონა საკვები სანაგვეზე იყრება.

ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინსიტრი, მაურიციო მარტინი აღნიშნულ კანონპორექტს მიესალმა, მან განცხადება მილანში მიმდინარე „ექსპო 2015“-ის ფარგლებში გააკეთა, რომლის ძირითადი თემაც შიმშილი იყო. იტალიის ხელისუფლების განცახდებით, საკვები პროდუქტების უსარგებლო ხარჯვა ქვეყნის ეკონომიკას და მის მოსახლეობას წელიწადში 12 მილაირდ ევროზე მეტი უჯდება, რაც იტალიის მშპ-ს 1%-ზე მეტი შეიძლება იყოს.

როგორც ცნობილია ეს პრობლემა აწუხებს მხოლოდ იტალიას არ აწუხებს. გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოლფიო წარმოებული საკვები პროდუქტის მესამედს კარგავს, ხოლო ევროპაში 40%-მდე იყრება. ორგანიზაცია აღნშნავს, რომ პროდუქტები რომელსაც ევროპელები ნაგავში ყრიან 200 მილიონ ადამიანს გამოკვებავდა. იტალიაში კანონმდებლები პირველად არ აწყდებიან შიმშილის პრობლემას. სწორედ ამიტომ, იტალიაში მცირე რაოდენობის საკვების ქურდობა, რომელიც შიმშილის დასათრგუნად მოხდა არ ითვლება დანაშაულად. აღსანიშნავია რომ იტალიის მსგავსი ნაბიჯები, აღნშნული პრობლემასთან გასამკლავებლად გადაიდგა საფრანგეთშიც. პრობლემაზე ინტენსიურად მუშაოებენ სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც.

კოკა კვირკველია