ჰილარი კლინტონის მოწონებული ქართული ღვინო 600 ლარი ღირს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატს, ჰილარი კლინტონს საქართველოში თავისი საყვარელი ღვინო აქვს, რომელსაც თურმე ხშირად უკვეთავს კიდეც.

კლინტონმა ღვინო „ყვარელი“ საქართველოში მისი პირველი ვიზიტის დროს გასინჯა. იმ პერიოდში ამერიკელ პოლიტიკოს ქალს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეკავა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ უამბეს, მანამ, სანამ ჰილარი კლინტონი ამ ღვინოს დააგემოვნებდა, მისი ფასი სულ რაღაც 25 ლარი ყოფილა, ახლა კი ჰილარის „მოწონებული“ ღვინო 600 ლარად იყიდება. ასეთი ფასის შემხედეგ მომხმარებელი ხუმრობს კიდეც: ამ ღვინის ფასი მაშინ ნახეთ, ჰილარი კაპიტოლიუმში ფიცს რომ დადებსო.