ევროკავშირის ფინანსური დახმარებით სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა იწყება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და გაერო-ს განვითარების პროგრამის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში შომბი შარპმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორწლიანი პროგრამის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც საქართველოს სოფლის განვითარების ხელშეწყობაა.

პროგრამის სრული ბიუჯეტი 6,8 მილიონი ლარია. პროგრამის ერთ-ერთი მიზანი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიების პრაქტიკული განხორციელების ხელშეწყობაა. ორწლიანი პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში განხორციელდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე