აქციის მონაწილეებს “სოლიდარობის ფონდის” დირექტორი შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მყოფ აქციის მონაწილეებს, “სოლიდარობის ფონდის” დირექტორი, მარიამ ჯაში შეხვდა.

ჯაშის თქმით, ის პირადად დაინტერესდდება აღნიშნული პრობლემით და მთავრობის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის.

,,მე პირადად დავინტერესდები თქვენი პრობლემით, აუცილებლად მივაწვდი ინფორმაციას ჩემს კოლეგებს მთავრობაში. მესმის ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელიც წლებია არსებობს, თუმცა ჩვენ ეტაპობრივად ოთხი წლის განმავლობაში ბევრი პრობლემა მოვაგვარეთ. აუცილებლად შეგხვდებათ წარმომადგენლები, უბრალოდ, დღევანდელი დღიდან გამომდინარე, არ არის ჩვეულებრივი სამუშაო დღე და მთავრობის წევრთა ნაწილი არ იმყოფება შენობაში”, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სამგორის რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და დევნილი მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს.

აქციის მონაწილეები სამგორის რაიონში მდებარე შენობების დაკანონებას ითხოვს რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.