ქვეყნები, რომელთა მოქალაქეობასაც კანონიერად იყიდით

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი სახელმწიფო სთავაზობს უცხოელებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას თუ ბინადრობის უფლებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, რომ ეს ტენდენცია სწრაფად ვითარდება და არსებული გეოპოლიტიკური კლიმატის ფონზე, ადამიანები სულ უფრო ხშირად ეძებენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავშესაფარს.

ეკონომიკური პროგრამების საშუალებით, უცხოელებს საშუალება ეძლევათ მიიღონ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობა დიდი ინვესტიციების ჩადების სანაცვლოდ.

მოქალაქეობის მიღების პროგრამა ინვესტიციების ჩადების სანაცვლოდ ყველაზე ხშირად გამოიყენება ევროპულ სახელმწიფოებსა და კარიბის აუზის ქვეყნებში.

ყველაზე „იაფად“ მოქალაქეობის მიღება შეგიძლიათ დომინიკას რესპუბლიკაში, სადაც 100 000 აშშ დოლარის ინვესტიცია და პირადი გასაუბრება იქნება საკმარისი.

უცხოელებისთვის მოქალაქეობის შეთავაზება ეხმარება სახელმწიფოს, მოიზიდოს მნიშვნელოვანი ინვესტირება. მაგალითად, კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფო სენტ-კიტსი და ნევისში აღნიშნული პროგრამისგან შემავალმა თანხამ 2013 წელს ქვეყნის მშპ-ს თითქმის 25% შეადგინა, პორტუგალიაში კი, ამ პროგრამიდან შემავალმა თანხამ 2014 წელს ქვეყნის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილში 13% შეადგინა.

კვიპროსის მოქალაქეობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ მინიმუმ 2,5 მილიონ ევროს ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ავსტრალიაში - 5 მილიონი ავსტრალიური დოლარის ოდენობის, ბულგარეთში 500 000 ევროს, კანადაში კი 800 000 კანადური დოლარის ინვესტიცია.

რაც შეეხება ბინადრობის უფლებას, შესაბამისი დოკუმენტის მისაღებად საფრანგეთში უცხოელმა 10 მილიონი ევროს, საბერძნეთსა და უნგრეთში 250 000 ევროს, ლატვიაში 35 ათასი ევროს, პორტუგალიაში ნახევარი მილიონი ევროს, სინგაპურში 2,5 მილიონი აშშ დოლარის, შვეიცარიაში 250 000 შვეიცარიული ფრანკის, დიდ ბრიტანეთში 1 მილიონი გირვანქა სტერლინგის, აშშ-ში კი ნახევარი მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოახდინოს.