რომელია ყველაზე ძვირად ღირებული ოლიმპიური თამაშები

სპორტულ ტურნირებს შორის ოლიმპიური თამაშები ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია.

თუმცა, ბიუჯეტს შორის სხვაობა აქაც არის - როგორც წესი, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მასპინძელ ქვეყანას უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ზამთრის.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საშუალო ღირებულება 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც ზამთრის ოლიმპური თამაშები ღირებულება 3.1 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში მხოლოდ სპორტული ხარჯები შედის.

1960 წლიდან დღემდე ზაფხულის ოლიმპიადის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა გახდა, რომლის ბიუჯეტმაც ნაცვლად დაგეგმილი 12 მილიარდი დოლარისა, 51 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში რეკორდი კი პეკინის 2008 წლის თამაშებს ეკუთვნის - 44 მილიარდი დოლარით.

რაც შეეხება 2016 წლის რიოს ოლიმპიადას, თამაშების მხოლოდ სპორტულმა ხარჯებმა 4.56 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ოლიმპიური თამაშები (მითითებული თანხები ითვალისწინებს მხოლოდ სპორტულ ხარჯებს):

სოჭი 2014 – 21.89 მილიარდი დოლარი

ლონდონი 2012 – 14.96 მილიარდი დოლარი

ბარსელონა 1992 – 9.69 მილიარდი დოლარი

პეკინი 2008 - 6.81 მილიარდი დოლარი

მონრეალი 1976 – 6.09 მილიარდი დოლარი

სიდნეი 2000 – 5.03 მილიარდი დოლარი

რიო 2016 – 4.56 მილიარდი დოლარი

ტურინი 2006 - 4.37 მილიარდი დოლარი

ატლანტა 1996 – 4.14 მილიარდი დოლარი