ერდოღანი - თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა რეგიონში ბევრ პრობლემას მოაგვარებს

თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობა რეგიონში ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„პოლიტიკური თვალსაზრისით, რეგიონში ჩვენგან ძალიან ბევრს ელოდებიან. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს ბევრი რეგიონული პრობლემის მოგვარებაში“, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები 2015 წლის ნოემბრის შემდეგ ერთმანეთს პირველად ხვდებიან.