მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი ფერმერებს იწვევს ტრენინგებზე

15 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიას, ფერმერებს იწვევს ტრენინგზე „აგრო-ბიზნესის თანამედროვე ტექნოლოგიები“. ტრენინგს გაუძღვება ბიაიჯის აგრო-ბიზნესის ექსპერტი - ილია მჭედლიძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს აგრარულ სფეროში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ინიცირებით ჩატარებულ პროექტებში.იგი კონსულტაციებით ეხმარება ფერმერებს გახადონ თავიანთი მეურნეობები უფრო პროდუქტიული და მომგებიანი. ტრენინგი ჩატარდება საქართველოს 4 რეგიონში : თელავში,სენაკში,ახალციხესა და გორში.

ფერმერთათვის მოწყობილ ტრენინგებთან დაკავშირებით, ბიაიჯის დირექტორმა დავით ბობოხიძემ განაცხადა : „ ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაფინანსება ჩვენი კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებაა, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ აგრარული სფეროს განვითარებას,რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის საფუძველია. გარდა ამისა,არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის ვახორციელებთ სხვადასხვა სოციალურ პროექტებს. მათ შორის პროექტს „ბიაიჯი ფერმერებისთვის“, რომლის ფარგლებში ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებებს : ტრენინგებს, გაზეთ „აგრომანის“ გამოშვებას და სხვ.

ჩვენ მსგავსს ტრენინგებს ვახორციელებთ 2011 წლიდან. ისტორიულად ასეთი ტრენინგები გამოირჩეოდა ფერმერთა მხრიდან დიდი დაინტერესებით. წელს უფრო მეტ რეგიონში ვატარებთ ტრენინგებს და ველოდებით ფერმერთა მეტ აქტიურობას. ტრენინგები გამოირჩევა თითოეულ რეგიონზე მორგებული პრაქტიკული რჩევებით, რაც ტრენინგის მონაწილეებს რეალურ დახმარებას გაუწევს გარდაქმნან თავიანთი წვრილი საოჯახო მეურნეობები მომგებიან ბიზნესებად. დაინტერესებულ ფერმერებს 12 აგვისტომდე შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე : info@big.com.ge. „

ბიაიჯის შესახებ : ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200 - მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 - თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორსა და სენაკში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 სერვის ცენტრს. მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს სთავაზობს ავტოსესხებს. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან - საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.

(R)