ჯანდაცვის სამინისტრო ელექტრონული რეცეპტის ახალ სისტემაზე გადადის

ჯანდაცვის უწყება ელექტრონული რეცეპტის ახალ სისტემაზე გადადის.ამასთან დაკავშირებით დღეს, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მისი მოადგილე ნინო ბერძული ბრიფინგს გამართავენ. მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის პირველი ფაზის ამოქმედებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრებს.

ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში 12:00 საათზეა დაგეგმილი.