ხობში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროექტისთვის  960 000 ლარია გათვალისწინებული

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში რეაბილიტირებულ დამშრობი სისტემის მაგისტრალურ არხებზე გადასასვლელი ხიდების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან და საქართველოს მელიორაციი გენერალურ დირექტორთან ერთად ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხზე გადასასვლელი ხიდების მიმდინარე მშენებლობის პროცესს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ხობის მუნიციპალიტეტში ჭალადიდის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხის 8,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს გადასასვლელი ხიდების მშენებლობა.

პროექტის ღირებულებაა 960 000 ლარი. სოფლების ჭალადიდი და პატარა ფოთი მოსახლეობას მიმდინარე წლის ბოლოდან შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სოფლებთან დამაკავშირებელი 37 ხიდით, რომელთაგანაც 24 საავტომობილოა.

2012 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 412 კმ სადრენაჟე არხს. შედეგად დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 17 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.