უკრაინის ვიცე-პრემიერი დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძე დასავლეთს მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესოს.

ამის შესახებ მაღალჩინოსანმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დასავლეთის სწრაფი რეაქცია და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება აუცილებელია“, - განაცხადა კლიმპუშ-ცინცაძემ.

როგორც უკრაინული მედია ღნიშნავს, ამჟამად ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბული ვითარებაა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მოსკოვმა ნახევარკუნძულზე უახლესი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, C-400 განალაგა.