"ფინანსთა სამინისტროში ჰგონიათ, რომ ბიუჯეტის ნაშთებით დაფინანსების ფაქტს დამალავენ"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფინასთა სამინისტროს მიერ ბიუჯეტის შესრულების შესახებ მონაცემების არგამოქვეყნებას ეხმაურება.

"ბიზსნესპრენიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"მეორე დღეა ფინანსთა სამინისტრო არ აქვეყნებს ყოველდღიურ მონაცემებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ. საქმე იმაშია, რომ 10 აგვისტოს ბიუჯეტში შემოვიდა 27 მილიონი ლარი, ხოლო დაიხარჯა 188 მილიონი. თავიანთი ჭკუით, ჰგონიათ, რომ ამას ვერავინ შეამჩნევს და ბიუჯეტის ნაშთებით დაფინანსების ფაქტს დამალავენ. ახლა ელოდებიან, თუ როდის შეივსება ხაზინა და მერე იკადრებენ მონაცემების გასაჯაროებას.

ნუ აკეთებთ ამას. დედამიწის სიღრმეში რა არის ისიც კი ვიცით და ხაზინაში არსებულ ინფორმაციას დაგვიმალავთ?", - წერს რომან გოცირიძე.