მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა

2016 წლის პირველ კვარტალში მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა თითქმის რეკორდულ მაჩვენებლამდე - 2,355 ათას ტონამდე გაიზარდა.

World Gold Council (WGC)-ის ანგარიშის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, ოქროზე მ ოთხოვნა 18%-ით არის გაზრდილი. ამასთან ერთად, 17%-ით არის შემცირებული მოთხოვნა ოქროს საიუვილერო ნაწარმზე, რაც WGC-ის წარმომადგენელთა თქმით, ლითონზე ფასებსი ზრდას უკავშირდება.

როგორც WGC-ის ანგარიშშია აღნიშნული, მიმდინარე წელს ოქროზე მოთხოვნის ზრდაზე ინვესტიციებმა იქონია - ბირჟზე მოვაჭრე ფონდებში ოქროს შესყიდვებმა 579 ტონა შეადგინა.