მსოფლიოს ყველაზე იაფი ქვეყნები საცხოვრებლად

ტურისტულმა პორტალმა TripMyDream საცხოვრებლად მსოფლიოს ყველაზე იაფი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ინდოეთი

ინდოეთი საუკეთესო საცხოვრებელი ადგილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეგზოტიკა იზიდავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ცხოვრების დონე ძალიან დაბალია, ინდოეთი ბევრ უცხოელს იზიდავს საცხოვრებლად თავისი დაბალი ფასების გამო.

ნეპალი

უჩვეულო ადგილებზე მოგზაურობის მოყვარულთა სამოთხე. ნეპალში სამჯერადი კვება ყველაზე ძვირადღირებულ დაწესებულებაში კი 10 დოლარი დაგიჯდებათ. ამდენივე დაგეხარჯებათ ტრანსპორტზე თუმცა არა დღეში, არამედ თვეში.

სლოვენია

სლოვენია ხშირად არ ხვდება ევროპის მოყვარულთა თვალთახედვის არეში, თუმცა ქვეყანაში თითოეულ ტურისტს განსაკუთრებულად ხვდებიან. ცენტრალური ევროპის ეს პატარა ქვეყანა განსაკუთრებით მიმზიდველია საცხოვრებლად თავისი დაბალი ფასებითა და ულამაზესი ბუნებით.

ჩეხეთი

წლებია უკვე ჩეხეთი ათასობით ემიგრანტს იზიდავს უფასო უმაღლესი განათლების, ადვილად შესასწავლი ენისა და ცხოვრების საკმაოდ მაღალი დონის შეთავაზებით. ყოველივე ამის ფონზე ჩეხეთი საკმაოდ იაფი ქვეყანაა საცხოვრებლად.

ლიტვა

სტუდენტებსა და ახალგაზრდებს ლიტვა უფასო გრანტებსა და სასწავლო კურსებს სთავაზობს. გარდ აამისა, ქვეყანაში ევროპული საზომით საკმაოდ დაბალი ფასებია როგორც კვებაზე, ასევე ტრანსპორტზე.

ვიეტნამი

ქვეყანა უცხოელებს ძირითადად განუმეორებელი ბუნებით იზიდავს. თუმცა, ვიეტნამი ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა აზიაში. ვიეტნამში სულ რაღაც 1 დოლარად შეგიძლიათ გემრიელად ისადილოთ.