პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

პუშკინის ქუჩაზე დღეს დილიდან ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.

პუშკინის ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

ესტაკადა ლითონის კონსტრუქციით არის ნაგები და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია. მერიის განცხადებით, ახალი ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჯდება, ხიდის მშენებლობით ესტაკადის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდა. ამასთან, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რაც ტურისტული თვალსაზრისით და ვიზიტორების გადაადგილების კუთხით, აღნიშნულ ტერიტორიას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე