ანგელა მერკელი კომპანიებს ემიგრანტთა დასაქმებისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სექტემბერში ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს, რათა მათ მეტი ემიგრანტის დასაქმებისკენ მოუწოდოს.

როგორც euroline.ge წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიური გერმანული საინფორმაციო ვებ-გვერდი Bild-ი ავრცელებს.

„ის ისეთი კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდება, როგორებიცაა ქიმიური ჯგუფი Evonik-ი, მანქანათმშენებელი კომპანიები: Opel-ი და Volkswagen“, საინჟინრო ფირმა Siemens-ი და ენერგო კომპანია RWE“, - წერს euroline.ge

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=10577