მთაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მარტივდება

მთაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდება

, - მთავრობის შესაბამის დადგენილების პროექტს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „მთის კანონთან“ დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს უკვე ამ პროგრამით სარგებლობენ მრავალშვილიანი და ახალგაზრდა ოჯახები, 1-ელი სექტემბრიდან კი დამატებითი შეღავათებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ხოლო საგადასახადო შეღავათებით - მეწარმეები.

„ჩვენ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა დავისახეთ მიზნად და დღეს უკვე ამ პროგრამით სარგებლობენ მრავალშვილიანი და ახალგაზრდა ოჯახები, 1-ელი სექტემბრიდან დამატებითი შეღავათებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ხოლო საგადასახადო შეღავათებით - მეწარმეები. დღეს ჩვენ გამოგვაქვს დასამტკიცებლად მთაში მუდმივად მცხოვრები პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურის მნიშვნელოვნად გამარტივების შესახებ საკითხი, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსნათ და პენსიონერებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა ადვილად მიიღონ დამატებითი შეღავათები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.