"ლაგუნა ვერე" 2013 წლის 28 დეკემბრის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს.ამ დრომდე გაურკვეველია, თუ რა ბედი ელის სპორტულ კომპლექსს მომავალში. არსებული ინფორმაციით, თავის დროზე "ლაგუნა" ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით დახურეს. შედეგად 300-მდე ადამიანი უმუშევრად დარჩა.
დახურულ ობიექტს დაცვა იცავს, რომელთაც მედიისთვის კარი დახურული აქვთ. შესაბამისად, გაპარტახებული სპორტკომპლექსიდან ვიდეოკადრები დიდი ხანია არ უნახავს მაყურებელს. PALITRATV.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეომასალა, რომელშიც ნახავთ, თუ რა მდგომარეობაა დღეს წლების მანძილზე თბილისის ყველაზე პოპულარულ სპორტულ კომპლექსში.
იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე