ადვოკატი - მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში ყოფნით სამშენებლო პროცესი ფერხდება, ამიტომ ინვესტორი თანახმაა, გირაოს თანხა თავად დაფაროს

ადვოკატი „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს.

ადვოკატმა მაია რჩეულიშვილისთვის 250 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატმა პროცესზე განაცხადა ისიც, რომ ინვესტორია თანახმა აღნიშნული გირაოს თანხა დაფაროს.

„ინვესტორი თანახმაა, გირაოს თანხა შეიტანოს, ვინაიდან ამბობს, რომ მაია რჩეულიშვილის პატიმრობაში ყოფნის გამო სამშენებლო პროცესი ფერხდება“, - აღნიშნა ადვოკატმა.

სასამართლო „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე მსჯელობს.