გლდანის მოსახლეობა სტადიონის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს

გლდანის მე-5 მიკრორაიონის მოსახლეობა სტადიონის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს.

როგორც  ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, აღნიშნული ტერიტორია კომპანია „ნიუ ჰორიზონტმა“ შეისყიდა და მშენებლობის დაწყებას აპირებს, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

„მოსახლეობის პროტესტის გამო ამ დრომდე მშენებლობა არ დაწყებულა, თუმცა დღეს მოიყვანეს ამწეები შემოსაღობად და აპირებენ მშენებლობის დაწყებას. ვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება და არ დაუშვან ეს მშენებლობა“, - განაცხადა ლია ქირქაშვილმა.

საპროტესტო აქცია გლდანის მე-5 მიკრორაიონში, აუზის წინ, ამ წუთებში მიმდინარეობს.