თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურამ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს.

„თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება 303-ე მუხლის 1 ნაწილით. შესაბამისი განცხადება უწყებაში გუშინ შემოვიდა“, - განაცხადეს პროკურატურაში.

აღნიშნული მუხლი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე.

არსებული ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენლებს კითხავენ.