საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი კანადაა

2016 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1304 მლნაშშ დოლარი), თურქეთი (891 მლნაშშ დოლარი) და რუსეთი (460 მლნაშშ დოლარი). ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: კანადა, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, ირლანდია, გერმანია, უკრაინა, სომხეთი და იტალია.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის იანვარ-ივლისის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოდან კანადაში ექსპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორის არის: დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, ფეროშენადნობები, თხილი, ყურძნის ნატურალური ღვინოები და მინერალური წყლები. კანადიდან საქართველოში იმპორტირებულ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს კი სამკურნალო საშუალებები, გაყინული თევზი, ღორის ხორცი, მსუბუქი ავტომობილები და შინაური ფრინველის ხორცი შეადგენს.