Fitch-მა თურქეთის გრძელვადიანი რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურ "BBB-"-მდე დაწია

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა თურქეთის გრძელვადიანი რეიტინგი სტაბილურიდან ნეგატიურ "BBB-"-მდე დაწია.

როგორც სააგენტოს პრესრელიზშია ნათქვამი, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა ადასტურებს მზარდ რისკებს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის კუთხით არსებობს.

Fitch-ის პროგნოზით, პოლიტიკური არასტაბილურობა გავლენას მოახდენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა ნეგატიურად აისახა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რამაც მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ტურისტული ნაკადის 41%-ით შემცირება გამოიწვია.

Fitch-ის ცნობით, რეიტინგის აწევა შესაძლებელი იქნება თურქეთში პოლიტიკური სიტუაციის გამოსწორებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღდგენის შემთხვევაში.