ამერიკაში 370 ათასი ადამიანი სამსახურის გარეშე რჩება

საკონსულტაციო კომპანიამ Challenger-მა და Gray & Christmas-მა ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებში მომუშავეთა შემცირების პროგნოზი 330 ათასიდან 370 ათას ადამიანამდე გაზარდა.

Reuters-ის ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისში ტექნოლოგიურ კომპანიებში 63 ათასი ადამიანი შემცირებაში მოყვა. მათ შორის კომპანია Dell-მა იანვარში 10 ათასი თანამშრომელი გაუშვა, Intel-მა აპრილში - 12 ათასი, ხოლო Cisco-მ რამდენიმე დღის წინ თანაშრომლები 5,5 ათასით შეამცირა.

წლის ბოლომდე მსგავს ნაბიჯს გადადგამენ კომპანიები IBM, Hewlett Packard Enterprise და Oracle.

„მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრია სერიოზულ რეკონსტრუქციას განიცდის“ - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ტიპ ჩუდრი.

მისი თქმით, ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რის გამოც უფრო მეტი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ისეთი კომპანიები, როგორიცაა Amazon.com, Microsoft და სხვები „ქალუდ“ სერვისს სულ უფრო ხშირად მიმართავენ, რაც დიდი რაოდენობით თანამშრომლების ყოლის აუცილებლობისგან გაათავისუფლებთ.

კოკა კვირკველია