ამბერ ჰერდმა ჯონი დეპისგან განქორწინების შედეგად მიღებული 7 მილიონი დოლარი ქველმოქმედებას მოახმარა

ამბერ ჰერდმა ჯონი დეპისგან განქორწინების შედეგად მიღებული 7 მილიონი დოლარი ქველმოქმედებას მოახმარა.

ამბერმა თანხა ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ავადმყოფი ბავშვების დასახმარებად გაიღო.

ჰერდმა თანხის ნახევარი ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირს ქალების დასახმარებლად მისცა, ხოლო ნახევარი ლოს-ანჯელესში ბავშვთა საავადმყოფოს გადაურიცხა.

ცნობისთვის, ამბერ ჰერდმა ჯონი დეპი ძალადობაში ამხილა, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს. როგორც ჰერდმა განაცხადა, მისთვის ფულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და იმედი აქვს, თანხა მოხმარდება მათ, ვისაც თავის დაცვა სჭირდება.