მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად გერმანია შვეიცარიასთან საზღვარს აძლიერებს

მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად გერმანია შვეიცარიასთან საზღვარს აძლიერებს.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ბერლინმა მესაზღვრეების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა. კერძოდ, გერმანია-შვეიცარიის საზღვარზე 90 მესაზღვრე და 40 სამართალდამცველი განლაგდება.

გერმანული პრესის ცნობით, წლის დასაწყისიდან შვეიცარიიდან გერმანიაში 3 385 არალეგალი მიგრანტი გადავიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 40%-ით მეტია.