ახალი შუქნიშნების მიუხედავად, სააკაძის მოედანზე დილით კვლავ საცობი იყო

საცობებისგან განტვირთვის მიზნით, სააკაძის მოედანზე დამონტაჟებული ახალი შუქნიშნები დღეს ამოქმედდა.

თუმცა, როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოსახლეობა წერს, დღეს დილით სააკაძის მოედანზე კვლავ იყო საცობი. ერთ-ერთი მომხმარებელი კი სააკაძის მოედანზე საცობის რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სააკაძის მოედანზე საცობები არ არის.

სააკაძის მოედანზე შუქნიშნების დამონტაჟების რეკომენდაცია საცობების განტვირთვის მიზნით, დედაქალაქის მერიას გერმანულმა საერთაშორისო კომპანია A+S-მა მისცა.

იხილეთ ვიდეო palitratv-ზე

იხილეთ ფოტოგალერეა