თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყება.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განაცხადეს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თბილისის მასშტაბით 165 საბავშვო ბაღში დაიწყება, შემოდგომაზე კი, კიდევ სამი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

2016-2017 სასწავლო წლისთვის თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია გამოცხადებული იყო 12 000 თავისუფალ ადგილზე.

სააგენტოს ინფორმაციით, ზოგიერთ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ახალი ჯგუფების დამატება იგეგმება.