სააკაძის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

თბილისში, სააკაძის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. მძღოლები მიზეზად თბილისის მერიის მიერ დაყენებულ შუქნიშნებს ასახელებენ. მათი განცხადებით, შუქნიშნების დაყენების გამო, ავტომობილებით დროულად გადაადგილებას ვერ ახერხებენ, რის გამოც მცირე საცობები იქმნება.

გადაადგილება შეფერხებულია ასევე შარტავას ქუჩის პარალელურ ქუჩებზეც.

როგორც თბილისის მერიაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშანი სატესტო რეჟიმში მუშაობს, რომელზეც რამდენიმედღიანი დაკვირვება მიმდინარეობს.