გამოკითხული რუსების 11%  მზად არის არჩევნებზე საკუთარი ხმა 5000 რუბლად გაყიდოს

გამოკითხული რუსების 23% მზად არის, არჩევნებზე საკუთარი ხმა გაყიდოს.

რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების თითქმის ¼ (23%) მზად არის, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა გაყიდოს.

ასეთია სოციოლოგიურ ცენტრ „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კერძოდ, 11% მზად არის, საკუთარი ხმა 5 000 რუბლად (დაახლოებით 177 ლარი) გაყიდოს, ხოლო 5% უფრო მეტ თანხას მოითხოვს.

ამასთანავე, გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ საკუთარ ხმას არავითარ შემთხვევაში არ გაყიდდა, 14%-ს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა.

გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 51% მიიჩნევს, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩაივლის და მოხდება ხმების გაყალბება ადგილობრივი საარჩევნო კომისიების მხრიდან.

გამოკითხვა 5-8 აგვისტოს ჩატარდა და მასში რუსეთის 48 რეგიონში მცხოვრები 1 600-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.