შეკვეთილში "მუსიკოსების პარკი" გაიხსნა (+ფოტო)

Black sea arena-ს მიმდებარე ტერიტორიაზე "მუსიკოსების პარკი" გაიხსნა.

პარკში გამოყოფილია სკვერები, სადაც ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ძეგლებია და მიმდებარე ტერიტორიაზე მათი სიმღერებისა და მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი. სკულპტურასთან მიახლოებისას, იქვე დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით კონკრეტული კომპოზიტორისა თუ მომღერლის ცნობილი მელოდია ირთვება.

პარკი ფონდ "ქართუს" ინვესტირებით შეიქმნა. ფონდის წარმომადგენელთა განცხადებით, პარკში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ფონდის ინფორმაციით, პარკში დღეისთვის 23 სკუპლტურაა დამონტაჟებული, თუმცა წლის ბოლომდე მათი რიცხვის 35-მდე გაიზრდება.

"ფონდი ქართუს" გადაწყვეტილებით "მუსიკოსთა პარკი" საჩუქრად გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.

პარკში მისულ დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს ზაქარია ფალიაშვილის, ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ევგენი მიქელაძის, ბიბი კინგის, რეი ჩარლზის, ფრენკ სინატრას, ჯიმი ჰენრიქსის, მაიკლ ჯეკსონის, უიტნი ჰიუსტონის, ედიტ პიაფისა და სხვა ცნობილი მუსიკოსების სკულპტურები.

იხილეთ ფოტოგალერეა

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

"მუსიკოსთა პარკში" არსებული დამონტაჟებული სკულპტურები:

1. ზაქარია ფალიაშვილი

2. ჯანსუღ კახიძე

3. რევაზ ლაღიძე

4. ფილიმონ ქორიზე

5. ვანო მჭედლიშვილი

6. ვახტანგ ჭაბუკიანი

7. ევგენი მიქელაძე

8. ვიქტორ დოლიძე

9. ზურაბ ანჯაფარიძე

10. დიმიტრი არაყიშვილი

11. B.B. King

12. Ray Charles

13. Elvis Presley

14. Frank Sinatra

15. Jimmy Hendrix

16. Barry White

17. Michael Jackson

18. Steve Wonder

19. Whitney Houston

20. Elton John

21. Louis Armstrong

22. Luciano Pavarotti

23. Edith Piaf

2016 წლის ბოლომდე "მუსიკოსთა პარკს" შეემატება შემდეგი სკულპტურები:

1. ჯორჯ ბალანჩინი

2. სამუელ ჩავლეიშვილი, სანფრო კავსაძე, ძუკუ ლოლუა - კომპოზიცია

3. ილიკო სუხიშვილი, ნინო რამიშვილი - კომპოზიცია

4. ჰამლეტ გონაშვილი

5. James Brown

6. The Beatles

7. 2Pac

8. Bob Marley

9. Miles Davis

10. Wolfgang Amadeus Mozart

11. Ludwig Van Beethoven

12. Johann Sebastian Bach