”ვითიბი ბანკში” ფულადი გზავნილების მიღება ინტერნეტ ბანკით არის შესაძლებელი

”ვითიბი ბანკში” სწრაფი ფულადი გზავნილების მიღება ინტერნეტ ბანკით გახდა შესაძლებელი.

როგორც "ბიზნესპრესნიუსს" ”ვითიბი ბანკიდან” აცნობეს, დღეისთვის ეს მომსახურება შვიდი სისტემის გზავნილზე - უნისტრიმი, ანელიკი, ექსპრესი, ინტელექსპრესი, ინტერექსპრესი, ლიდერი, კონტაქტი ვრცელდება.

”გზავნილის მიღების დროს ინტერნეტ ბანკის შესაბამის მენიუში გზავნილის საკონტროლო ნომრის, თანხის ოდენობის, გამომგზავნი პირის სახელი-გვარის, გამომგზავნი ქვეყნის დასახელების შეყვანის შემდეგ, კლიენტს შეუძლია თანხა ჩარიცხოს ნებისმიერ სასურველ ანგარიშზე და გაანაღდოს გზავნილი”, - აცხადებენ ”ვითიბი ბანკში”.