ევროკავშირის იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც მიგრანტების მიღება არ სურთ, შესაძლოა ფინანსური სანქციები დაწესდეს

ევროკავშირის იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც მიგრანტების მიღება არ სურთ, შესაძლოა ფინანსური სანქციები დაწესდეს

, - ამის შესახებ ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ცნობით, ევროკომისიამ აღნიშნულ რეგულაციაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

ავრამოპულოსის ინფორმაციით, ყოველი მიგრანტისთვის, რომლის მიღებაზეც ქვეყანა უარს იტყვის, შესაძლოა 250 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაწესდეს.

„ახალი რეგულაციები სავალდებულო გახდება მას შემდეგ, რაც მას ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო დაამტკიცებენ. თუმცა ეს არ შეეხება დიდ ბრიტანეთს, ირლანდიასა და დანიას, რომლებსაც უფლება აქვთ, თავად მიიღონ გადაწყვეტილება“, - განაცხადა ავრამოპულოსმა.