დავით ნარმანია გამწვანების რეგულაციების გამკაცრების საკითხით დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრას მართავს

თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ხელმძღვანელობს და მასში თბილისის მერიის სხვადასხვა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები, თბილისის საკრებულოს, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა განაცხადა, დღევანდელი შეხვედრის თემა გამწვანების რეგულაციები იქნება.

ბუხრაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს რეგულაციები გამკაცრდება და დღევანდელი შეხვედრა შედეგიანი იქნება.