უმსხვილესი ნავთობკომპანიების დავალიანებამ 184 მილიარდ დოლარს მიაღწია

ნავთობზე ფასის ვარდნის გამო, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიების - “ექსონ მობილის“, „როიალ დაჩ შელის“, BP-ისა და “შევრონის“ დავალიანებამ რეკორდულ მაჩვენებელს - 184 მილიარდ დოლარს მიაღწია.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება 2014 წლის მონაცემს, როდესაც ნავთობზე ფასის ვარდნა პირველად დაიწყო.

დღევანდელი დილის მონაცემებით, „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი 0,04%-ით, ბარელზე 49,03 დოლარამდე დაეცა. აშშ-ის ნედლი ნავთობის ფასმა კი ბარელზე 46,79 დოლარი შეადგინა.