დავით ნარმანია - ჩვენი დარგული ხეების 80 %-ზე მეტმა გაიხარა

ჩვენი დარგული ხეების დაახლოების 80%-ზე მეტმა გაიხარა , - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც ის ეკოლოგიისა და გამწვანების საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატების წინაშე წარდგა.

როგორც საკრებულოს დეპუტატების კითხვებზე პასუხისას ნარმანიამ აღნიშნა, მსოფლოში არსად არსებობს ხეების 100%-იანი გახარების მაჩვენებელი. „სადაც ხეების გახარება ვერ ხდება, ჩვენ ვახდენთ მის ჩანაცვლებას”, - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება ბიუჯეტში ეკოლოგიასა და გამწვანებასთან დაკავშირებით გამოყოფილ თანხებს, ნარამანიას თქმით, თანხების ზრდა პროგრესულია, მაგრამ არასაკმარისი.

”ეკოლოგიისა და გამწვანების თვალსაზრისით თანხების ზრდა პროგრესულია, მაგრამ გეთანხმებით, რომ არასაკმარისი. თუმცა, როცა ბიუჯეტი შეზღუდულია, უამრავი პროექტია დასაფინანსებელი - სოციალური, ინფრასტრუქტურის, სპორტის და სხვა, არ გვეძლევა საშუალება, რომ ეკოლოგია და გამწვანება მეტი თანხით დავაფინანსოთ”, - განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ მომავალ წელს თანხები გაიზრდება.

ნარმანიას თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიისა და გამწვანების თვალსაზრისით ბევრი რამ გაკეთდა. ”ჩვენ გულხელდაკრეფილები არ ვყოფილივართ და ეკოლოგიისა და გამწვანების თვალსაზრისით ბევრი რამ გაკეთდა”, - აღნიშნა ნარმანიამ.