"მომავალი წლიდან  ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ბიუჯეტი გაიზრდება"

ჩემი შეთავაზება იყო, რომ დაუყოვნებლივ, მომდევნო კვირიდან დავიწყოთ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარდგა.

ნარმანიას თქმით, მან საკრებულოს სხდომაზე წარადგინა დეტალური ინფორმაცია, 2 წლის განმავლობაში ეკოლოგიისა და გამწვანების თვალსაზრისით განხორციელებული პროექტების და სამომავლო გეგმების შესახებ. მისივე თქმით, დაუყოვნებლივ, მომდევნო კვირიდან დაიწყება ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია.

„პარალელურ რეჟიმში ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც იქმნება მუშა ჯგუფი და მასში ჩაერთვებიან არა მხოლოდ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, არამედ დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები“, - განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, მომავალი წლიდან გაიზრდება ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ბიუჯეტი, „რათა მეტი ხე დავრგოთ ქალაქში“.