გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დუეინ ჯონსონი დასახელდა

ჟურნალ "ფორბსის" მიხედვით, ამერიკელი მსახიობი დუეინ ჯონსონი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა.

გამოცემის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსახიობმა 64,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც მის მიერ ერთი წლით ადრე მიღებულ შემოსავალს ორჯერ აღემატება.

როგორც გამოცემა წერს, ამ თანხის დიდი ნაწილი მოდის ფილმებზე „ერთნახევარი ჯაშუში“, „ფორსაჟი 8“ და „მალიბუს მაშველები“.

რეიტინგში მეორე ადგილს ჯეკი ჩანი იკავებს, რომელმაც 61 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მესამე ადგილზე კი მეთ დეიმონი 55 მილიონი დოლარით გავიდა.

რაც შეეხება ქალ მსახიობებს, პირველ ადგილს მეორე წელია მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი იკავებს. მან ბოლო ერთი წლის განმავლობაში 46 მილიონი გამოიმუშავა.

კოკა კვირკველია