ლონდონი ევროპის ყველაზე განათლებულ ქალაქად დასახელდა

ევროპის სტატისტიკურმა სააგენტო „ევროსტატმა“ კონტინენტის ყველაზე განათლებული ადგილების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა დაიანგარიშეს რა განათლება ჰქონდა კონკრეტული ქვეყნის მუნიციპალიტეტის, რეგიონსა და ოლქის 25-დან 64 წლამდე ასაკის მოსახლეობას.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, რეიტინგში პირველი ადგილი დიდი ბრიტანეთის რეგიონებს ერგო, სადაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, 25-დან 64 წლამდე მოსახლეობას უმაღლესი განათლება აქვს. აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ 15 ქვეყანას შორის არ მოხვდა საფრანგეთი.

ევროსტატის მონაცემებით, ლონდონის დასავლეთ ნაწილში, შიდა ლონდონში, რომელიც ვესტმინისტერს, კენსინგტონსა და გრინვიჩს აერთიანებს, მცხოვრებთა 69,7% განათლებულია.

შედარებით ნაკლები 58,3% განათლებული მოსახლეობა ცხოვრობს ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მდებარეობს ლონდონის მთავარი ფინანსური უბანი კენერი უორფი.

სამეულში ასევე დასახელდა გარე ლონდონის სამხრეთი ნაწილი - 55,2%-ით. განათლებული მოსახლეობის მხრივ პირველ ხუთეულში მოხვდნენ ბელგიის ვალონიის ბრაბანტის პროვინცია - 54,1%-ით და ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო და საგრაფო აკერსჰუსი - 53,5%.