ფილიპინელი მეთევზე 100 მილიონი დოლარის ღირებულების მარგალიტის მფლობელი აღმოჩნდა

დასავლეთ პალავანის კუნძულზე მცხოვრები ფილიპინელი მეთევზე 10 წლის განმავლობაში საწოლის ქვეშ ინახავდა მარგალიტს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი მარგალიტი აღმოჩნდა.

CBC-ის ცნობით, მარგალიტი 34 კილოგრამს იწონის და 100 მილიონ დოლარად შეფასდა. ფილიპინელმა მეთევზემ ძვირფასი ქვა 2006 წელს ოკეანეზე ძლიერი შტორმის შედეგად იპოვა. მეთევზის განცხადებით, არასდორის უფიქრია, რომ ნაპოვნი ქვა ასეთი ძვირფასი იქნებოდა, თუმცა მარგალიტი იმ დღიდან მოყოლებული მის თილისმად იქცა . თუმცა, რამდენიმე დღის წინ მეთევზის სახლში ხანძარი გაჩნდა. სახლი მთლიანად დაიწვა, რის გამოც, მეთევზე იძულებული გახდა სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად. წასვლის წინ მან მარგალიტი ქალაქს ტურიზმის ცენტრში მიიტანა, სადაც აღმოაჩინეს, რომ მეთევზე მსოფლიოს ყველაზე დიდი მარგალიტის მფლობელი იყო.

მეთევზის ოჯახის გადაწყვეტილებით, ძვირფასი ქვა ქალაქის მერიას გადაეცა საჩუქრად, რომელიც მარგალიტს მუზეუმში გამოფენს.