2015 წელს არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან საქართველოს სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა 3,6-ჯერ გაიზარდა

2015 წელს საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 63.1% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა, 36.9% - საქართველოდან.

საქსტატის ცნობით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (11.5%) შემოსული სტუმრები. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (21.9%) და გერმანიიდან (17.9%) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ. ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (21.6%) და ისრაელიდან (16.4%) შემოსულ სტუმრებს უკავია.

2015 წელს გასულ წელთან შედარებით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან 3.6- ჯერ, რუსეთიდან 44.0%-ით, უკრაინიდან - 40.0%-ით, გერმანიიდან - 31.4%-ით, ისრაელიდან - 28.2%- ით, სომხეთიდან - 14.0%-ით, პოლონეთიდან - 4.9%-ით, თურქეთიდან - 4.6%-ით და აშშ-დან - 2.8%- ით.

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით (64.1%), საქმიანი და პროფესიული მიზნით – 22.0%, სხვა მიზნით – 12.5%, ხოლო მკურნალობის მიზნით – 1.5%.