აგვისტოში მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთები 14%-ით გაძვირდა

რუსეთის სტატისტიკური სამსახურის „როსსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საქართველოს რუსეთიდან 106 000 ტურისტი ეწვია,

ეს მაჩვენებელი 27, 7 პროცენტით მეტია გასული წლის ამავე მაჩვენებელთან შედარებით.

რუსული მედიის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ბილეთების წილი 1,5-ჯერ, ბათუმში კი 2-ჯერ გაიზარდა. ამასთან ერთად, 14%-ით გაძვირდა ავიაბილეთები თბილისის მიმართულებით, 6%-ით კი ბათუმის მიმართულებით.

„წლის განმავლობაში საქართველოში რუსების ინტერესი ერთმნიშვნელოვნად გაიზარდა, ტურისტებმა 36%-ით მეტჯერ დაიწყეს საქართველოში ბილეთების ძებნა. 2016 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს მიმართულებით ბილეთების გაყიდვები 31%-ით გაიზარდა“, - აღნიშნავენ რუსული კომპანია AviaSales-ის ანალიტიკოსები.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთიდან საქართველოში ავიაბილეთების გაყიდვის ზრდის რეკორდი მიმდინარე წლის ივლისში დაფიქსირდა და 32%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.