სიღარიბესთან ბრძოლის მიზნით, „მაიკროსოფტის“ თანადამფუძნებელი აფრიკაში 100 000 ქათამს დაარიგებს.
„დარწმუნებული ვარ, თითოეული ადამიანი, ვინც სიღარიბეში ცხოვრობს, უკეთესად იგრძნობს თავს, თუ ქათმები ეყოლება“, - დაწერა მილიარდერმა საკუთარ ბლოგში.
ბილ გეითსის თქმით, მისი ფონდი ქათმებს აფრიკის სუბსაჰარის რეგიონში დაარიგებს.
აქციის მიზანი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი აფრიკული ოჯახების 30%-ის, რაც რეგიონის 5%-ია, კვერცხითა და ხორცით დაკმაყოფილებაა. აფრიკაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების შემოსავალი დღეში 2 დოლარზე ნაკლებია.