ლატვიური კომპანია FERRUS საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა

მსხვილი ლატვიური კომპანია FERRUS-ი საქართველოს ტურიზმის სექტორში ინვესტირებით დაინტერესდა

, - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და კომპანია FERRUS-ის წარმომადგენელთა შეხვედრაზე აღინიშნა.

როგორც  მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ლატვიური კომპანია, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, საქართველოში ბიზნესის წარმოებას გეგმავს.

მათივე ცნობით, ”FERRUS”-ის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

”შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ ღია, გამჭვირვალე, ხელსაყრელ ბიზნესგარემოს”, - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ.