ძვირად ღირებული პროდუქტები, რომლის წარმოებაც კომპანიას იაფი უჯდება

გამოცემა "ბიზნეს ინსაიდერი" იმ ძვირად ღირებული პროდუქტის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის წარმოებაც რეალურად კომპანიებს ძალიან იაფი უჯდებათ.

პოპკორნი

ერთი ყუთი პოპკორნის რეალური ფასი 35 ცენტია, თუმცა კინოთეატრებში მომხმარებელს მისი შეძენა საკმაოდ ძვირი უჯდება და 35-ცენტიან პოპკორნში 6.50 დოლარს იხდის.

გადამყვანი

გადამყვანის საბითუმო ფასი 2.67 დოლარია, მაღაზიებში კი მისი შეძენა 20 დოლარად არის შესაძლებელი.

iphone

iphone 6s პლუსის ფასი 236 დოლარია, გასაყიდი ფასი კი 749 დოლარია.

მისალოცი ბარათები

მისალოცი ბარათების რეალური ფასი 1-2 დოლარია, მომხმარებელი კი მას 3-7 დოლარად ყიდულობს.

True Religion ჯინსი

ამ ბრენდის ჯინსები კომპანიას  50 დოლარი უჯდება, თუმცა გასაყიდი ფასი 335 დოლარია. True Religion ჯინსი ამერიკული ბრენდია და ამერიკაში იკერება.

ბრილიანტი

ერთკარატიანი ბრილიანტის ფასი 1000-3000 დოლარია და ქვის ფორმაზეა დამოკიდებული. მომხმარებელი კი მაღაზიაში მას 4000 დოლარად ყიდულობს.

პრინტერის კარტრიჯი

კარტრიჯები სულ რაღაც 3-4 დოლარი ღირს,  მაღაზიაში კი მათი ფასი 13-დან 50 დოლარამდე მერყეობს.

კათხა ლუდი

ერთი ბოთლი "ბუდვაიზერი" 0.85 დოლარი ღირს. კათხა ლუდი  4-6 დოლარად იყიდება.

TI-83 ტიპის კალკულატორი

მისი რეალური ფასი 15-20 დოლარამდე მერყეობს, ხოლო გასაყიდი ფასი 100-140 დოლარია.