თურქეთში ქართული ელექტროენერგიის საშუალო საექსპორტო ფასი გაიზარდა

თურქეთში ქართული ელექტოენერგიის საშუალო საექსპორტო ფასი წლიურად 10,8%-ით, კილოვატ/საათზე 5 აშშ ცენტამდე გაიზარდა.

Galt and Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველოში კი საბალანსო ელექტროენერგიის ფასი 4,7%-ით შემცირდა და კვტ/სთ-ზე 3,8 აშშ ცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ელექტროენერგიის საშუალო საექსპორტო ფასი ივლისში წლიურად 33,4%-ით გაიზარდა და კვტ/სთ-ზე 5 აშშ ცენტი შეადგინა.

ქრისტინე გამთენაძე